სკოლა - ლიცეუმში შემუშავებულია წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები, რომელიც ითვალისწინებს როგორც ორდინალურ, ისე არაორდინალურ სიტუაციებში დეტალურად გაწერილ სამოქმედო პროგრამას. დაცულია უსაფრთხო სკოლის ყველა მოთხოვნა. შესვენებების პერიოდში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს მორიგე მასწავლებელთა ინსტიტუტი. მოსწავლის დაგვიანების, ან გამოუცხადებლობის შემთხვევაში დირექციის მიერ სპეციალურად გამოყოფილი თანამშრომლის საშუალებით ხდება მშობლებთან დაკავშირება.