სკოლა-ლიცეუმის მისია - აღზარდოს განათლებული, მოაზროვნე, ფიზიკურად ჯანმრთელი, რაინდული სულისკვეთების მატარებელი თაობა, რომელიც გააგრძელებს ქრისტიანულ ეროვნულ ტრადიციებს, ჰარმონიულად განავითარებს თანამედროვე ევროპულ ჰუმანისტურ კონცეფციებს და გაამართლებს ქართული საზოგადოების მოლოდინებს საგანმანათლებლო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

ხედვა. 2033 წლისთვის სკოლა-ლიცეუმი ჩამოყალიბდება განსაკუთრებული პროფილის კონსერვატორულ - ტრადიციონალისტურ იდეებზე დაფუძნებულ სასწავლებლად, რომლის აღზრდილს ექნება ფართო თვალსაწიერი, განათლება და კოგნიტური უნარები, ევროპული და სხვა მოწინავე ცივილიზაციების საუკეთესო მიღწევები აღქმის და ქართული ტრადიციული ღირებულებისათვის მისაღების ცოდნისა და გამოცდილებების შეთვისებისთვის.

ღირებულებები. ტრადიციონალიზმი, ჰუმანისტურ კონცეფციებზე დაფუძნებული მაღალი განათლება და კონსტრუქტივისტული უნარები, გლობალური სამყაროსადმი ღიაობა, გლობალიზაციისა და კოსმოპოლიტიზმის გამოწვევებთან გამკლავება.