სასწავლებელში მოსწავლეები ჩაირიცხებიან მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მომართვის საფუძველზე. I კლასში მიიღებიან ბავშვები, რომელთაც მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისისთვის შესრულებული აქვთ 6 წელი. სასწავლებელში მოსწავლეები ირიცხებიან გასაუბრების და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ტესტირების საფუძველზე. სასწავლებელში მოსწავლის ჩასარიცხად მშობელმა (კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა წარმოადგინოს: განაცხადი სკოლის დირექტორის სახელზე (ივსება ადგილზე); მოსწავლის დაბადების მოწმობა (ორიგინალი ან ნოტარიული წესით დამოწმებული ასლი - პირადი ნომრის მითითებით); მშობლის (ან კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლები და საკონტაქტო ინფორმაცია; მოსწავლის 2 ფოტოსურათი ზომით3*4; ცნობა ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ; ფაქტობრივი და იურიდიული მისამართები, საკონტაქტო ნომრების მითითებით; მრავალშვილიანობის, სოციალურად დაუცველის, იძულებით გადაადგილებულის, მარტოხელა დედობის შესახებ ცნობები. სხვა სკოლიდან გადმოყვანის შემთხვევაში მშობელმა (კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა წარმოადგინოს: განაცხადი სკოლის დირექტორის სახელზე (ივსება ადგილზე); ბავშვის დაბადების მოწმობა (ორიგინალი ან ნოტარიული წესით დამოწმებული ასლი - პირადი ნომრის მითითებით); მშობლის (ან კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლები და საკონტაქტო ინფორმაცია; მოსწავლის 2 ფოტოსურათი ზომით 3*4; მოსწავლის პირადი საქმე; სასწავლო დაწესებულების ბეჭდით დამტკიცებული წლიური შეფასება და გაცდენები, შესაბამისი საფეხურის სერტიფიკატთან და დახასიათებასთან ერთად; ბრძანებიდან ამონაწერი მოსწავლის ამორიცხვის შესახებ, მოსწავლის პირადი საქმე.